„წითელი ხიდზე“ 8 640 ლარის არადეკლარირებული საქონელი ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდზე“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. რისკის შეფასებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, მებაჟე ოფიცრების მიერ, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ტვირთს კონტროლის წითელი დერეფანი განესაზღვრა. მებაჟე ოფიცრების მიერ კამერალური და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ამოღებულია  8 640 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი, საერთო წონით 615 კილოგრამი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა 8 640 ლარი შეეფარდა.