ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შეფასებით, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობა არსებობს.
ევროპელი დიპლომატი ოპოზიციურ პარტიებთან აქტიურ თანამშრომლობას დადებითად აფასებს.
“ერთი კვირა გვაშორებს იქამდე, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, თუმცა ამას დრო გვაჩვენებს. უწყვეტად ვმუშაობთ სხვადასხვა მხარესთან, იმისთვის რომ შეძლებისდაგვარად მეტ პროგრესს მივაღწიოთ და ვიპოვოთ გამოსავალი.
ბოლო 24 საათია, დისკუსიები გრძელდება ორივე მხარეს. ისინი ცდილობენ იმ პოზიციის ჩამოყალიბებას, რომელიც ამ დისკუსიას უფრო მეტად წაწევს წინ, საერთო პლატფორმისკენ. ეს არის ის რასაც ველით.
ვხედავ რეალურ შესაძლებლობებს. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია შეთანხმება გამოიძებნოს, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში გამოთქმულ პრობლემებს გადაჭრის და ამავდროულად დავრწმუნდეთ რომ ქვეყანა შეძლებს კრიზისიდან უფრო ძლიერი გამოვიდეს. ჩვენ, როგორც შუამავლები, ისევ პარტიების განკარგულებაში ვართ და ვნახავთ, მომდევნო დღეებში ისინი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ჩემთვის და ჩემი ამერიკელი კოლეგისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება იმის მოსმენა, თუ რა შეთავაზება აქვთ. ჩვენ მოვუსმენთ და გვექნება დისკუსია ამის საფუძველზე. ვნახავთ, რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ვაფასებ ოპოზიციის აქტიურ ერთობლივ თანამშრომლობას, რომელიც, ვიმედოვნებ, განსხვავებული პოზიციების დაახლოებისკენ არის მიმართული”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.