ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობაზე(+ფოტო)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მეგობრობის გამზირზე. TV4-ის ინფორმაციით, “ვოლდსვაგენის” მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მართავდა, “ტოიოტას” მარკის ავტომობილს შეეჯახა, “ტოიოტა” კი ინერციით, ზებრაგადასასვლელზე მყოფ ქვეითებს დაეჯახა.

არიან შემთხვევის შედეგად დაშავებულები. კერძოდ, შემთხვევის შედეგად, დაშავდა ქვეითად მოსიარულე, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა.

შემთხვევის დროს, საავტომობილო გზას კვეთდა კიდევ ორი ქალი, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.