ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულთა შორის რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის ავტომობილიდან ამოსაყვანად სპეციალური ტექნიკის ჩარევა გახდა საჭირო.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.