საბერძნეთში, ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ.
მათივე ცნობით, საქართველოს საკონსულო ათენში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მუდმივად ეკონტაქტება და ამ ეტაპზე, გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია კაცი, რომელიც ათენში სამუშაოდ იმყოფებოდა.