ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ალექსანდრე ბერიძემ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო დატოვა. ამის შესახებ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
საკრებულომ წარმომადგენლობით ორგანოში “ენმ”-ს დეპუტატს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუჩერა.
TV4 ალექსანდრე ბერიძეს დაუკავშირდა, როგორც ყოფილმა დეპუტატმა განაცხადა, დამატებით კომენტარს მედიასთან არ გააკეთებს და თანამდებობა პირადი მიზეზით დატოვა.