აშშ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამატებით 100 მილიონ დოზას შეიძენს. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
ახალი შეთანხმების თანახმად, აშშ ვაქცინის სულ მცირე 70 მილიონ დოზას 2021 წლის 30 ივნისისთვის მიიღებს, დანარჩენს კი არაუგვიანეს 31 ივლისისა.
საერთო ჯამში, აშშ-მა Pfizer-სგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 მილიონი დოზა შეიძინა, რომლის საერთო ღირებულება 4 მილიარდ დოლარს შეადგენს.
12 დეკემბერს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.
14 დეკემბერს აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო.