რუსთავში შემოსული ახალი ავტობუსებისთვის სახელმწიფო სანომრე ნიშნის მინიჭების პროცესი დაიწყო. სანომრე ნიშანს პირველ ეტაპზე 22 ავტობუსი აიღებს.
როგორც ცნობილია, ჯამში 40 ახალი ავტობუსი ქალაქში ეტაპოვრივად შემოდის.
იგეგმება ახალი გაჩერებებისა და ტაბლოების მოწყობაც. ავტობუსები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც. ტევადობა 83 ადგილს შეადგენს, აქედან 25 დასაჯდომი ადგილია.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ჯამში ქალაქში 80 გაჩერება იქნება. 50 ფუნქციონირებს, 30 დამატებით მოეწყობა. ძველ გაჩერებებზე არსებულ ტაბლოებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ხოლო ახალ მოსაცდელებზე ახალი ტაბლოები დამონტაჟდება.
ავტობუსები აღჭურვილი იქნება GPS სისტემით და სრულიად ავტომატიზებული იქნება მართვა.