ბათუმში, მთავრობის სახლთან, აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. რამდენი პირია დაკავებული, ინფორმაციის დაზუსტება ამ დროისთვის ხდება.
“პოლიციას გარკვეული პირები ხელს უშლიდნენ მოვალების შესრულებაში, გარკვეული პირების რაოდენობა პოლიციას ხელს უშლიდა დაკავებული პირების გადაყვანას, პოლიციის მხრიდან არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, მშვიდობიან პროცესს არავინ არ უშლით მათ”, — ამბობს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი.
აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას მართავს, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილე აჭარის მთავრობის სახლის შენობასთან მივიდა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვა.