აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან ოპოზიციის აქციაზე ოთხი პირია დაკავებული. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს შენობის ღობეზე ავიდნენ და სტიკერებს აკრავდნენ.
დაკავებულები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, განყოფილებაში არიან გადაყვანილი.
„მათ ტერიტორიაზე მყოფმა პოლიციელებმაც მიუთითეს, რომ დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და ჩამოსულიყვნენ ღობიდან, არ დაემორჩილნენ.მოხდა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება“, – განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კოტე ანანიაშვილმა.
აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.