ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა პირველად ამოქმედდა რევერსულ რეჟიმში და თურქეთიდან ჩინეთისკენ მიმავალი ტვირთი საქართველოდან დაიძრა.
აღნიშნული მოვლენა უპრეცედენტოა, რადგან აქამდე შუა სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, ტვირთები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მიემართებოდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, აღნიშნული დერეფნით ბოლო ორი წლის განმავლობაში აზიიდან ევროპისკენ და ჩინეთიდან მიმავალი საექსპორტო ტვირთი მოძრაობდა.
აქამდე თურქეთიდან ჩინეთში ტვირთის ტრანსპორტირებას 18 დღე სჭირდებოდა. საქართველოზე გამავალი ბაქო – თბილისი – ყარსი ახალი სარკინიგზო მარშრუტი იმ დერეფნის ლოგისტიკური ნაწილია, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს.