რუსთავში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების დარიგების მეორე ეტაპი დასრულდა.
რუსთავის მუნიციპალიტეტმა საკვები პროდუქტი, ბაგა-ბაღების ყველა აღსაზრდელს, ჯამში 6 503 ბავშვს გადასცა.
სურსათის გაცემა, კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით მოხდა.
პანდემიის მეორე ტალღის დაწყების შემდეგ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საბავშვო ბაღებიდან საკვები პროდუქტი უკვე მეორედ გაიცა.
რუსთავის მერიამ სასურსათო პაკეტები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის იმ ბენეფიციარებსაც გადასცა, რომლებიც ცენტრში კვების სერვისითაც სარგებლობენ.
საკვები პროდუქტის დარიგების პროცესს, 27-ე საჯარო ბაგა-ბაღში, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე კახა გურული და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
პანდემიის მეორე ტალღის პერიოდში, რუსთავის მერია, სურსათით უკვე 8000 განსაკუთრებით შეჭირვებულ ოჯახს დაეხმარა.
დახმარების პირველ ეტაპზე, სურსათი, რუსთავის ბაგა-ბაღების 6513 აღსაზრდელზეც უკვე გაცემულია.