გაერომ მარიხუანა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ნარკოტიკული საშუალებების სიიდან ამოიღო

მარიხუანა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ნარკოტიკული საშუალებების სიიდან ამოიღეს. გადაწყვეტილებას მხარი გაეროს კომისიამ დაუჭირა, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ Abc News-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომისიამ კენჭი უყარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას კანაფისა და კანაფის ფისის ნარკოტიკული საშუალებების 1961 წლის კონვენციის IV დანართიდან ამოღების შესახებ, სადაც ის ჰეროინთან და სხვა სინთეტურ ნარკოტიკულ პრეპარატებთან ერთად იყო დასახელებული.

 კომისიის გადაწყვეტილებით მარიხუანა რჩება კონვენციის I დანართში იმ ნარკოტიკული საშუალებების გვედით, რომლებიც მკაცრ საერთაშორისო კონტროლს მოითხოვენ.