დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მუშაობის პროცესში ყოველთვის შეიძლება იყოს ხარვეზი, თუმცა ქვეყანაში კოვორნავირუსის მართვის პერიოდში საბედისწერო შეცდომა არ დაშვებულა.
„მე ყოველთვის ვამბობ, რომ თუ მუშაობ და ვისაც აქვს ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება, მუშაობის პროცესში ყოველთვის შეიძლება გქონდეს ხარვეზი, მაგრამ ქვეყანაში კოვიდის მართვის პერიოდში არ ყოფილა დაშვებული საბედისწერო შეცდომა, რომელიც ვთქვათ ქვეყანას უფსკრულში გადაჩეხავდა. მიმდინარეობს მუშაობა, ყველა უწყება, სფერო მუშაობს იმის ფარგლებში, რისი რესურსიც აქვს ქვეყანას. ამ ტიპის ინფიცირების მაჩვენებელი, ყოველდღიურად 3 000, 4 000 შემთხვევა გაზაფხულზე რომ გქვონოდა, ამას ორი და სამი თვე ვერ გავუძლებდით, ძალინ სწრაფად მოხდებოდა ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი. პირდაპირ გეუბნებით, ამას ქვეყანა ვერ გაუძლებდა, იმიტომაც იყო საჭირო მაშინ სერიოზული შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება, რომ გარკვეული მზადება ყოფილიყო“, – განაცხადა გამყრელიძემ.