დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, ისარგებლონ შეთავაზებით და სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაიტარონ.
“გუშინ გამოიცა მთავრობის დადგენილება, შესაბამისად, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება ტესტირების გაფართეობასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, რამდენიმე თვეში ყოევლდღიური ტესტირების რაოდენობა პისიარ ტექნოლოგიით და ანტიგენზე დამყარებულით თანდათან ავიდეს 20 000-მდე. ამ მიდგომის ძირითადი მიზანი გახლავთ, ჩვენ შედარებით სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირებულები, მათ შესაბამისი რეკომენდაციები მივცეთ, ეს რეკომენდაციებიც შემუშავებულია და ჩვენს ვებგვერდსა და „ფეისბუქის“ გვერდზე დევს. ადრეულ ეტაპზე ინფიცირებულების გამოვლენა წინაპირობაა, რომ ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები გამოვლინდებიან და მათ მხოლოდ იზოლირება დასჭირდებათ 12-14 დღის განმავლობაში. ამით ჩვენ ინფექაციის შემდგომი გავრცელების ალბათობას შევამცირებთ.
აქედან გამომდინარე, მინდა, მივმართო მოსახლეობას, ფართოდ ისარგებლონ ამ შეთავაზებით. მათთვის მეტად გაიოლდება და ხელმისაწვომი გახდება ტესტირება. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აქვს კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ტემპერატურის მომატება, სუნთქვის გაძნელება, ხველა, სურდო, ყელის ტკივილი, ან სხვა იშვიათი სიმპტომები, როგორიც არის ყნოსვის, გემოვნების დაკარგვა და ასე შემდეგ, დაუყივნებლივ მიმართონ პოლიკლინიკებს ან სხვა სტაციონარულ დაწსებულებებს, სადაც მათ ტესტირება ჩაუტარდებათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.