დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით „პი სი არ“ ტესტების მარაგი 400 ათასს შეადგენს, ხოლო 2 კვირაში ტესტების რაოდენობა კიდევ ნახევარი მილიონით შეივსება.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში ტესტების დეფიციტი არ იქნება.
“ამ მომენტისთვის, ქვეყანაში, როგორც ჩვენს მარაგში, ისე ქსელში არის დაახლოებით 350-370 ათასადმე “პი სი არ“ ტესტი. დაკვეთილია ნახევარი მილიონი კიდევ, რომელიც, ალბათ, მომავალ 2 კვირაში შემოვა. გვაქვს დაახლოებით 400 ათასამდე “პი სი არ” ტესტი მარაგში, ვფიქრობთ, ტესტების დეფიციტი არ შეიქმნება. ჩვენი სამიზნე მაჩვენებლია დღიურად ავიდეთ 20 ათას ტესტზე, საიდანაც „პი სი არი“ იქნება ნახევარი, ნახევარი კი ანტიგენის ტესტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.