გარდაბნის “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში, ბოლო 24 საათში, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით კორონავირუსი 10 პირს დაუდასტურდა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში Tv4-ს განუცხადეს, დღე-ღამეში კლინიკაში ჯამში 82 პირი გამოიკვლიეს, აქედან 59 სწრაფი ტესტით, ხოლო 13 “პი-სი-არ” მეთოდით.
“პი-სი-არ” ტესტის შედეგები დღეს ღამე ან ხვალ გახდება ცნობილი.
რაც შეეხება გუშინდელ მონაცემებს, გუშინ დღის განმავლობაში კლინიკაში კორონავირუსზე ჯამში 42 ადამიანი გამოიკვლიეს, საიდანაც ვირუსული ინფექცია 15-ს დაუდასტურდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, სწრაფი ტესტით სულ 36 პირი გამოიკვლიეს, ხოლო “პისიარ”-ით 6.