გარდაბნის მუნიციპალიტეტს, წლის ბოლომდე, კიდევ სამი ახალი საბავშვო სკვერი შეემატება. რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები ქალაქ გარდაბანში, დავით აღმაშენებლის N2-სა და დევნილების საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მესამე სკვერი სოფელ მარტყოფში მოეწყობა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, რეკრეაციული სივრცის პროექტები, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით სრულად ფინანსდება.
სკვერების რეაბილიტაცია ერთი თვის წინ დაიწყო და წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.