გარდაბნის მუნიციპალიტეტში საახალწლო საჩუქრები დაურიგდა შეჭირვებულ ოჯახებს. ჯამში მუნიციპალიტეტის მასშტაბით წინასაახალწლოდ დახმარება 500-მდე ოჯახმა მიიღო, მათ შორის, სოციალურად დაუცველმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მრავალშვილიანმა ოჯახებმა.
გარდაბნის მერის განცხადებით, ეს არის ტრადიციული წინასაახალწლო ღონისძიება, რომელსაც მუნიციპალიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად ყოველწლიურად ახორციელებს.