გარდაბნის საკრებულოს 2020 წლის ბოლო სხდომა ჩატარდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის ბოლო სხდომა ჩატარდა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული 5 საკითხი განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს.

საკრებულოს წევრებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტს მერს- რამაზ ბუდაღაშვილს მოუსმინეს, რომელმაც მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის, 1 წლიანი ანგარიში წარმოადგინა.

გარდა ამისა, დეპუტატებმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული, სოციალური პროგრამის ქვეპროგრამები დაამტკიცეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები მოქალაქისთვის დახმარების გაწევისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების საკითხზე იმსჯელეს.