გარემოვაჭრეები კომპრომისზე საუბრობენ

პროტესტის უკიდურესი ზომების შემდეგ, გარემოვაჭრეები კომპრომისზე საუბრობენ. გუშინდელი  აქციის მონაწილეებს პროფესიული კავშირის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეხვდნენ.

როგორც მშრომელთა უფლებების დამცველები აცხადებენ, გარე მოვაჭრეებს ახლა გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური კოორდინაციისკენ მოუწოდებენ.

ამასთანავე, სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ  საჭიროა გარემოვაჭრეების მოთხოვნები რეალური და კანონთან შესაბამისი იყოს. მათივე თქმით, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გამო სამუშაო დროებით იმ მოვაჭრეებმაც დაკარგეს, რომლებიც ოფიციალურად არიან დასაქმებულები და გადასახადის გადამხდელები არიან.  აქტივისტები ყურადღებას თანასწორობის პრინციპზე ამახვილებენ.

ცნობისთვის, გარემოვაჭრეები საქმიანობას ამ დრომდე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.