გასართობი ცენტრი “უჯმალენდი” სოციალურ კამპანიას გეგმავს

ბავშვთა გასართობი ცენტრი “უჯმალენდი” სოციალურ კამპანიას გეგმავს. ცენტრი წინასაახალწლო დღეებში რუსთავში მცხოვრებ სოციალურად გაჭირვებულ იმ ოჯახებს დაეხმარება, რომლებშიც მოზარდები ცხოვრობენ.

“უჯმალენდი” ოჯახებს საყოფაცხოვრებო პროდუქტებს გადასცემს და ბავშვებს  ზღაპრის გმირებთან ერთად საახალწლო განწყობას შეუქმნის.

სოციალური კამპანიის სამიზნე ჯგუფების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ ადამიანს, უჯმალენდის ფეისბუქ გვერდზე შეუძლია.