„ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მდიდარია სხვადასხვა სახის სასარგებლო წიაღისეულით, რომლის მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის შეთხვევაში შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკამ და ჩვენმა საზოგადოებამ მიიღოს მნიშვნელოვანი სარგებელი.“ – გოგი მეშველიანმა ამ სიტყვებით დაიწყო მისი გამოსვლა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებელები საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მთავრობის შემადგენლობის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილევენ
მეშვლეიანის თქმით , გასულ წელს მთავრობამ დაამტკიცა მნიშვნელოვანი დოკუმენტი წიარის სექტორის სტრატეგია – „შარშან 9 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგია.ეს არის უმნიშვნელოვანესი კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელიც სექტორის საკმაოდ ღრმა შესწავლას და ანალიზს ეფუძნება, აღიარებს მოქმედი კანონმდებლობის ხარვეზებს ასევე, განსაზღვრავს ამ სფეროს განვითარების მთავარ მიმართულებებს . თუმცა, გასაგები მიზეზების, პანდემიური მოვლენების გამო , ჩვენი შეფასებით ცოტა შენელდა ამ მიმართულებით მუშაობა თუმცა, უდაოა, რომ წიაღის გონივრულ და ეფექტიან მოპოვებას გარემოს დაცვი და აღდგენის, ასევე სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვის შემთხვევაში შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და სამუშაო ადგილების შექმნაში.“
სიტყვის დასასრულს ბოლნისის , დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა, გოგი მეშველიანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას კონკრეტული კითხვიაც მიმართა
– „თქვენ როგორც ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრს როგორ გესახებათ ამ სექტორის მომავალი და თქვენი აზრით რა არის გასაკეთები რათა სრულად , პასუხისმგებლიანად იქნეს ათვისებული არსებული რესურსები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია როგორ შევძლებტ მივაღწიოთ იმას, რომ ამ პროცესში ადგილობრივი საზოგადოები, თემების კანონიერი ინტერესები იქნეს მაქსიმალურად დაცული?”









