გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩეს.
ის ICC-ში პირველი მოსამართლეა საქართველოდან.
გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობასაც ასრულებს.
გოჩა ლორთქიფანიძე 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.
მანამდე, იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში; 2007-2010 წლებში – კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი; 2010-2013 წლებში – ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი;