დავით სერგეენკომ კლინიკა “თიმის” კოვიდგანყოფილებაში ექიმის ამპლუაში იმორიგევა.
თბილისის მედიცინის ინსტიტუტი სოციალურ ქსელში ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ მორიგეობს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი კლინიკა “თიმის” კოვიდ განყოფილებაში.
დავით სერგეენკო კოლეგებს პაციენტების მოვლის პროცესში ეხმარებოდა.
მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი საავადმყოფოში მთელი დღის განმავლობაში მორიგეობდა.