სურსათის უვნებლობის კუთხით, ქვემო ქართლში კრიტიკული შეუსაბამოებები არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ TV4-ს სურსათის ეროვნული სააგენტოს რუსთავის ოფისის ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ნოემბრის თვეში, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, გეგმიური შემოწმება 150-მდე ობიექტზე ჩატარდა, მათ შორის მონიტორინგი ჩაუტარდა რუსთავში განთავსებულ 40-მდე ბიზნესოპერატორს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ შემოწმებულ ობიექტებს, პირველ ეტაპზე, გფრთხილება და სიტყვიერი რეკომენდაცია მიეცათ.