დეგნანი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე: იმედი მაქვს, კანონი გადაიხედება

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ არ ეთანხმება კანონპროექტს, რომელიც ოპოზიციური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნასა და პარტიების დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს.

“არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს. ასევე, ზღუდავს მის წვდომას მედიაზე, რომ მიაწოდონ ამომრჩეველს სრული ინფორმაცია. იმედი მაქვს, ეს კანონი გადაიხედება მიღებამდე. რაც ახლა უნდა ხდებოდეს ქართული 30 წლიანი დემოკრატიის კონტექსტში არის ის, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი, განვითარებული ოპოზიცია, ისევე, როგორც, პასუხისმგებლიანი და ეფექტური მმართველი პარტია”, — განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ერთპარტიული პარლამენტი “უკიდურესად დამაზიანებელი” იქნება.

ინფორმაციისთვის, “ქართულმა ოცნებამ” პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში არშესულ პარტიებს დაფინანსებას შეუწყვეტს,