რუსთავში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძეს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მიმართა.
ნინო ლაცაბიძემ იმედი გამოთქვა, რომ “გარემოსდაცვითი ზედამხედველობის შესახებ კანონპროექტი”, რომელიც რუსთავში არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად, პარლამენტი მესამე მოსმენით უახლოეს დროში დაამტკიცებს.
“მე კითხვა მექნება ეკოლოგიასთან დაკავშირებით. საკანონმდებლო პროექტი, რომელიც შემოსულია და ორი მოსმენით უკვე დამტკიცებულია, მე იმედი მაქვს რომ მესამე მოსმენითაც უახლოეს მომავალში მივიღებთ. ამ მიზანი არის უს რომ შევამციროთ და შევზღუდოთ მავნე ნივთიერებების ზემოქმედება, როგორც გარემოზე ასევე, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ამას უკვე ხანგრძლივ პერსპექტივაში ექნება ეკოლოგიური მდგომარეობის ეტაპობრივი გაუმჯობესება რუსთავში, გარდაბანში და ყველ დიდ ქალაქში, სადაც დიდი სამრეწველო ობიექტებია განთავსებული.
ასევე, დადებითად უნდა შეფასდეს ის რომ ჩნდება ახალი მიზნობრივი გარემოსდაცვითი პროგრამა, რომელსაც თავისი კონკრეტული და მკაფიო მიზნები გააჩნია. სწორედ გარემოსდაცვით პროგრამასთან დაკავშირებით საინტერესოა როგორ წარმოგიდგენიათ მომავალში უკვე ამ პროგრამის შემდგომი განვითარება,” – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.