კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დადგენილი რეგულაციების დაუცველობის გამო, ბოლო დღე-ღამეში ეკონომიკური საქმიანობა 180 ობიექტს შეუჩერდა, გაფრთხილება კი 423 ობიექტს მიეცა.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, 28 ნოემბრიდან დღემდე ეკონომიკური საქმიანობა 6 152 ობიექტს შეუჩერდა.
ამავე პერიოდში გაფრთხილება მიეცა 19 000-ზე მეტ ობიექტს, ხოლო დაჯარიმდა 10.









