ეპიდვითარება თეთრიწყაროში და საწოლფონდი

კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თეთრიწყაროს სამედიცინო დაწესებულებაში დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, სწრაფი ტესტით ორი პირი გამოიკვლიეს და “კოვიდ-19” ერთს დაუდასტურდა. ინფიცირებული 70 წლამდე ქალია.

ამასთან, კლინიკაში 15 თერაპიული საწოლია მობილიზებული და ამ დროისთვის ყველა დაკავებულია.

თეთრიწყაროს კლინიკაში პაციენტები ძირითადად ქვემო ქართლიდან, მათ შორის რუსთავიდანაც არიან შეყვანილები.