ეპიდვითარება წალკაში: მოქალაქეების “პი-სი-არ” და სწრაფი ტესტებით გამოკვლევა გრძელდება

წალკაში ეპიდვითარება სტაბილურია. წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში “პი-სი-არ” მეთოდით გამოკვლეული პირებიდან, კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა.

მუნიციპალიტეტში “პი-სი-არ” კვლევებთან ერთად, მოსახლეობის სწრაფი ტესტებით გამოკვლევაც მიმდინარეობს.

ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მანანა მირაშვილის ინფორმაციით, საშუალოდ წალკაში ყოველდღიურად ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით 20-დან 25-მდე პირს იკვლევენ.

სწრაფი ტესტით ვირუსი 25 პირიდან, ბოლო 24 საათში ერთს დაუდასტურდა. პაციენტი ბინაზე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს მკურნალობას.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში აქტიური 30 შემთხვევაა, ყველა პაციენტი ადგილობრივია.