ჩვენ ჩავატარეთ პლებისციტზე უფრო მეტი, ეს იყო არჩევნები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებამ თავის პოზიცია დააფიქსირა.
„სიტუაციიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ ჩავატარეთ პლებისციტზე უფრო მეტი, ეს იყო არჩევნები. ამ არჩევნებზე საზოგადოებამ გამოხატა თავის პოზიცია. ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი ეჭვი, რომელიც რაღაც კითხვის ნიშნებს დააყენებს ამ შედეგებთან დაკავშირებით, არის საზოგადოებისთვის და ქვეყნის ინტერესებისთვის მიუღებელია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.