ზურაბ ჯაფარიძე დღეს, ახალ „გირჩს“ დააფუძნებს. პარტიის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ.
პრესსამსახურის განცხადებით, ყრილობა 15:00 საათზე დაიწყება.
ამასთან ცნობილია პარტიის სახელიც, პარტია დარეგისტრირდება სახელით “მეტი თავისუფლება-გირჩი”.
პარტიის ყრილობაზე დაახლოებით 400-მდე ადამიანი იქნება შეკრებილი.
ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. “ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას”, – დაწერა ჯაფარიძემ.