თეა ბაკაშვილი: ქვემო ქართლში გააქტიურდა პირველადი ჯანდაცვის რგოლი

იანვრიდან ქვემო ქართლის რეგიონში საწოლფონდი ფართოევდება და მარდალეიშვილის კლინიკაში დამატებით 100 საწოლის მობილიზება იგეგმება, – ამის შესახებ TV4-ს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის კოორდინატორმა, თეა ბაკაშვილმა განუცხადა.

მისივე ცნობით, ამ დროისთვის ქვემო ქართლის მხარეში 400 საწოლია მობილიზებული, მათ შორის 100 ინტენსიური.

როგორც ბაკაშვილმა აღნიშნა, კორონავირუსის სტატისტიკის კლებასთან ერთად, კოვიდ კლინიკებში მიმართვიანობა შედარებით შემცირდა და გააქტიურდა პირველადი ჯანდაცვის რგოლი.

“იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახის ექიმები აქტიურად ჩაერთვნენ და მიმართვიანობა სტაციონარში უფრო ნაკლებია, გააქტიურდა პირველადი ჯანდაცვის რგოლი” -განაცხადა თეა ბაკაშვილმა.