თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გამთენიისას, ქალაქ თეთრიწყაროში მოხდა.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული შვიდიდან-თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს