თეთრიწყაროში 2 არასრულწლოვანი დააკავეს

შსს-მ თეთრიწყაროში 2 არასრულწლოვანი ჯგუფური ყაჩაღობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

ბრალდებულები თეთრიწყაროში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ, თუმცა, სამართალდამცველების დროული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვერ განახორციელეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-179-ე მუხლით დაიწყო, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობის ჯგუფურად მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.