თელავის სოფელ ფშაველში ცოლის ძმამ სიძე მოკლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ცოლის ძმამ სიძე მოკლა.

ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ნასროლი ტყვიით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით,  კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად,  სოფელ ფშაველში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, 1996 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ბ.-მ, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მის დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, 1982 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

სამართალდამცველებმა თ.ბ. მომხდარი დანაშაულიდან მალევე, სოფელ ფშაველში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი.”-ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.