თელავი-ყვარლის მაგისტრალზე შეჯახება მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 35 წლამდე მამაკაცი, დაშავებულია ოჯახის ერთი წევრი და კიდევ ერთი მგზავრი.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს “მერსედესის” მარკის ავტომობილი და “ფორდ ტრანზიტი” შეეჯახა. შეჯახების შედეგად, “მერსედესის” მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

დაშავებულები სასწრაფოს ბრიგადებმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.