თურნავა: კერძო ბაღებს სხვადასხვა მიმართულებით დავეხმარებით

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა კერძო ბაღების წარმომადგენლებს, მათ ასოციაციებს შეხვდა და სექტორში პანდემიის გამო, არსებული პრობლემები განიხილა.

„საინტერესო და ხანგრძლივი დისკუსია გვქონდა. ეს არის საკმაოდ დაზარალებული სფერო, რადგან ერთ-ერთი პირველი მოყვა შეზღუდვებში, რაც განპირობებული იყო ეპიდემიოლოგიური ვითარებით. მათ აქვთ ისეთი პრობლემები, რომელიც მსგავსია სხვა ბიზნესების პრობლემებთან – მათ შორის არის ბანკის სესხები და პროცენტების გადახდა, საიჯარო ქირის გადახდა და პრობლემები გადასახადებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, გვერდში ამოვუდგეთ მათ, ვიფიქროთ, რომ ეს სექტორიც ჩავრთოთ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის გარკვეულ მიმართულებებში და დავეხმაროთ ბანკებთან კომუნიკაციაში“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.