თურნავა: შეზღუდვები რომც შევამსუბუქოთ, არავის ეგონოს, რომ ეს ჩვეულებრივი შოპინგი იქნება

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დაწესებული შეზღუდვების შესაძლო მოხსნის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, რისკები გაზრდილია და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას დამატებითი დრო დასჭირდება.

“გავაგრძელებთ მსჯელობას, იცით, ალბათ, რომ ძალიან დინამიური ვითარებაა პანდემიასთან მიმართებაში, ბრიტანეთში ახალი მუტაციის ვირუსი გაჩნდა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა დამცავი ზომები მივიღოთ. ზოგადად უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რისკები არის საკმაოდ მაღალი, ამიტომ ჩვენ დამატებითი დრო დაგვჭირდება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად”. – განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავას თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების შემთხვევაშიც, მიღებული იქნება უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.

“იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი მოხდა გარკვეული ლიბერალიზაცია ვაჭრობასთან მიმართებაში, არავის ეგონოს, რომ ეს იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი, არავითარ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, თუ კი ესეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს იქნება ძალიან განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების.”- განაცხადა თურნავამ.

ნოემბრის ბოლოს დაწესებული შეზღუდვების ახალი გეგმის მიხედვით, სავაჭრო ცენტრებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 24 დეკემბრიდან უნდა განახლებული.