დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკას“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინად გამოყენების ნებართვა გასცეს

“ბი-ბი-სის” ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკას“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინად გამოყენების ნებართვა გასცეს.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობდნენ.

„ბიბისი“ წერს, რომ დიდ ბრიტანეთს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 100 0მილიონი დოზა აქვს შეძენილი, რაც 50 მილიონი ადამიანი ვაქცინაციას ითვალისწინებს.

„ასტრაზენეკა“ მეორე ვაქცინაა, რომლის გამოყენების ნებართვაც დიდ ბრიტანეთში გასცეს. ქვეყანაში უკვე დაწყებულია ვაქცინაციის პროცესი კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინით.