ირანი: ზვავის ჩამოწოლას სულ მცირე 10 მთამსვლელი ემსხვერპლა

BBC-ის ინფორმაციით, ირანში, თეირანის სამხრეთით მდებარე ალბორზის ქედზე ზვავის ჩამოწოლას 10 მთამსვლელი ემსხვერპლა.

მაშველებმა სულ 14 ალპინისტის გადარჩენა შეძლეს, 7 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

სამძებრო სამუშაოები გრძელდება. უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზად ძლიერი ქარი და ზვავი სახელდება.