კათოლიკურ შობაზე მრევლმა ტაძარში მისასვლელად საშვი უნდა აიღოს

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 24 დეკემბრის, კათოლიკური შობის ღამეს კათოლიკე მორწმუნეებს შეუძლიათ 144-ზე დარეკვით მიიღონ საშვი და შობის წირვას დაესწრონ.

“ჩვენ კათოლიკური შობის ფარგლებში 144-ზე დარეკვის საშუალებით და პირველ რიგში კონფენსიებს ვთხოვთ, მიაწოდონ თავისივე მრევლის სია, რომ უზრუნველყონ საშვი, რათა თავის რელიგიურ მსახურებაში მიიღონ მონაწილეობა”,— განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის თქმით, იგივე პრაქტიკა გამოიყენეს აღდგომის დღესასწაულზე და ახლაც არ შეექმნებათ კათოლიკე მრევლს პრობლემა.