კახი კავსაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

კახი კავსაძე კორონავირუსისგან განიკურნა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალუ ტურძელაძის განცხადებით, მსახიობი საავადმყოფოდან გუშინ, 14 დეკემბერს გაეწერა.

“მისი მდგომარეობა სტაბილურია, არის სახლში”. – თქვა მან.

კახი კავსაძეს კორონავირუსი 28 ნოემბერს დაუდასტურდა. თავდაპირველად მისი მდგომარეობა მძიმე იყო და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა.