კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ მისი ძმა, იმერი კავსაძე იუწყება.
მისი თქმით, მსახიობი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა, ამ ეტაპზე ექიმები კლინიკიდან კახი კავსაძის გამოწერას ჯერ არ აპირებენ.

„კომუნიკაცია გვაქვს ლევან რატიანთან. გამოწერა ჯერ არ იგეგმება, არც არის საჭირო ასეთი სიჩქარე, მთავარია უკეთესი მდგომარეობაა, დადებითია ყველაფერი და სჯობს ნელ-ნელა, აუჩქარებლად მივიდეს საქმე გამარჯვებამდე“ – აცხადებს იმერი კავსაძე.

ცნობისთვის,მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს,რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.