კლინიკა “რუსთავის” 5 მედპერსონალს “კოვიდ-19” დაუდასტურდა

კლინიკა “რუსთავის” კოვიდისმიმღებ ცენტრში გამოკვლეულ 11 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. 5 მათგანი კლინიკა “რუსთავის” სამედიცინო პერსონალია.

ეპიდემიოლოგის, მაია როგავას თქმით, პაციენტებს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ და მკურნალობას სახლში გააგრძელებენ.

რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში კორონავირუსი სწრაფი ტესტით 14 ადამიანს დაუდასტურდა.

ხოლო ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში ამ დროისთვის ინფიცირების ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება.