მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ოპოზიციის დიდი ნაწილი შეუერთდება საპარლამენტო საქმიანობას.
კობახიძის თქმით, უნდა გაევლოს ზღვარი ჯანსაღ და არაჯანსაღ ოპოზიციას შორის.
“დღეს შედგება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა და იწყება ახალი 4-წლიანი პოლიტიკური ციკლი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოუერთდება საპარლამენტო მუშაობას. მნიშვნელოვანია, გაივლოს ზღვარი საბოლოოდ ჯანსაღ და არაჯანსაღ ოპოზიციას შორის. არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების ადგილი პარლამენტში და ქართულ პოლიტიკაში არ არის. ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს უნდა მიეცეთ შანსი, მაქსიმალურად ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში”, – განაცხადა კობახიძემ.