კობახიძე: ყველას შევუწყვეტთ მანდატს, ვინც განცხადებას წარმოადგენს

“ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველა იმ დეპუტატს შეუწყდება სადეპუტატო მანდატი, რომელიც შესაბამის განცხადებას წარადგენს. ამის შესახებ კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“საპარლამენტო უმრავლესობა, მათივე განცხადების საფუძველზე, შეუწყვეტს საპარლამენტო მანდატებს ყველა იმ დეპუტატს, ვინც ვერ შეეწინააღმდეგება რადიკალური ოპოზიციის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას”, – განაცხადა კობახიძემ.

​დღევანდელი მოცემულობით, დაზუსტებით ცნობილი არაა, რომელი ოპოზიციური პარტიები შევლენ პარლამენტში.