კოვიდპანდემიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებისთვის კიდევ 200 000 ლარი გამოიყო

 რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან კოვიდპანდემიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებისთვის კიდევ 200 000 ლარი გამოიყო, თანხის მობილიზება სარეზერვო ფონდიდან მოხდა და ათვისება დეკემბრის თვიდან უნდა დაიწყოს, -ამის შესახებ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის განცხადებით თანხა მიზანმიმართულად დაიხარჯება პანდემიის პრევენციულ ღონისძიებებზე. საკრებულოს სხდომა დახურული იყო, როგოც რიგითი მოქალაქეებისთვის, ასევე ჟურნალისტებისთვისაც.საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის განმარტებით ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდა.