„კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის გამო, დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლა ბელგიამაც შეაჩერა

დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის გამო, ბელგიამ ბრიტანეთთან მიმოსვლა დროებით შეაჩერა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ფრენების გარდა, ბელგიამ ბრიტანეთთან სარკინიგზო მიმოსვლაც აკრძალა.

მანამდე, ბრიტანეთთან მიმოსვლა შეაჩერა ნიდერლანდებმაც. როგორც „ევრონიუსი“ წერს, ნიდერლანდებში დეკემბრის დასაწყისში „კოვიდ-19“-ის ის სახეობა დაფიქსირდა, რომელიც ახლა დიდი ბრიტანეთში ვრცელდება.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ, მარკ რიუტეს განცხადებით, მთავრობამ ბრიტანეთთან მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება ახალი ტიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლის შეჩერებას განიხილავენ გერმანიასა და საფრანგეთშიც.